მხატვრობის მდგომარეობა



1979 წელს გამოკვლევებმა ცხადყო , რომ კაპელის მთელი ინტერიერი და განსაკუთრებით ჭერი დაფარული იყო სანთლის ნადებით , რომელიც შეიცავდა ცვილს და ჭვარტლს (ამორფული ნახშირწყალი) . სარკმლების ქვეშ , ლუნეტები გამონაბოლქვით და ბოლით იყო გაჭუჭყიანებული და ამიტომ ბევრად მძმე მდგომარეობაში იყო , ვიდრე ჭერი . რადგან შენობა იყო მცირედ არამყარი მიქელანჯელოს დროსაც კი , გამოიწვია ჭერში ბზარების გაჩენა , ხოლო ნაპრალი აფრაში იყო ისეთი დიდი , რომ საჭირო გახდა მისი აგურებით და სხვა გასამაგრებელი მასალით ამოვსება შეღებვამდე . ჭერის ზედა ნაწილი მისი ბზარების და ჭყლის გაჟონვის გამო მიქელანჯელოსაც აძლევდა არასწორ ზედაპირს .

წყალმა , რომელიც სახურავიდან და იმ ღიობებიდან ჩამოდიოდა , რომლებიც ჭერზე იყო განლაგებული დაასველა ხსნარი და ამან გამოიწვია გამომარილება . ასევე ზედაპირის გამობერვა და ბუშტების წარმოქმნა . რესტავრაციის ყველა ეტპმა დატოვა მხატვრობაზე თავისი კვალი . მარილებით გამოწვეულ გათეთრების წინააღმდეგ იყენებდნენ ცხოველურ ქონს და მცენარეულ ზეთს , რომლებიც აუბერულებდნენ მარილს , მაგრამ ტოვებდნენ პრიალა ფენას , რომელიც ჭუჭყს დიდი რაოდენობით იკრავდა . კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენდა სელიტრა რომელიც ჟონავდა წვრილი ნაპრალებიდან და ქედაპირზე ტოვებდა მუქ რგოლებს . მარილის კრისტალებისგან განსხვავებით მათ ვერაშორებდნენ და ეს ლაქები იყო შეუქცევადი . ასევე დიდ ნაწილებში გამოყენებული იყო ლაქისა და წებოს ფენები , რომლებიც შემდეგ გამუქდა და გაუმჭვირვალე ფერიანი მასა გახდა . რესტავრატორები იხატავდნენ გამუქებულ ადგილებში დეტალებს , რათა გამოეკვეთათ ფიგურების კონტურები .ეს განსაკუთრებით ეხებოდა ლუნეტებს და აფრების ქვედა ნაწილებს .

დაწვრილებითმა ანალიზმა გამოაჩინა , რომ გამომარილების , ჭვარტლის და სტრუქტურულინაპრალების ქვეშ თხელი „მხატვრული კანი“ მიქელანჯელოს მხატვრობის აშენარჩუნებული იყო , საკმაოდ კარგ მდგომარეობაში . კოლალუჩი აღწერს მიქელანჯელოს , როგორც მხატვარს , რომელიც იყენებდა ფრესკის მეთოდებს ყველაზე კარგად . საღებავის უმეტესი ნაწილი მყარად იყო დარჩენილი და მხოლოდ მცირე რეტუშირება დასჭირდა .

ნალესობა , ანუ ინტონაკო , რომელზეც სრულდებოდა ნახატი საიმედოდ ჩაითვალა , რადგან წინა რესტავრაციების დროს ხდებოდა მისი გამაგრება , ბრინჯაოს ნაკერებით .

Comments

Popular posts from this blog

ისტორია

ადრინდელი რესტავრაციები

ბლოგის მიზანი