ადრინდელი რესტავრაციები
სიქსტის კაპელის მხატვრობა , განსაკუთრებით ჭერი , რომელიც მიქელანჯელომ მოხატა , რამდენჯერმე დაექვამდებარა რესტავრაციას .
პირველადი პრობლემები გამოწვეული იყო ზედა სართულიდან ჩამომავალი წყლის გამო . 1547 წელს პაოლო ჯოვიო წერდა , რომ ჭერი ზიანდება სელიტრით (კალიუმის მარილით) და ბზარებით .
ჯანლუიჯი კოლალუჩი , ბოლო დროს ჩატარებული რესტავრაციის ჯგუფის ხელმძღვანელი თავის სტატიაში , „მიქელანჯელოს ფერებიხელახლა გამოჩნდა“ , ამტკიცებს , რომ წინა რესტავრატორები ამ პრობლემას კოსმეტიკურად აგვარებდნენ , იყენებდნენ სელის ან ნიგვზის ზეთს , რომლებიც კრისტალურ ნალექს უფრო გაჭვირვალეს ხდიდა .
1625 წელს რესტავრაციას აწარმოებდა სიმონე ლაჯი , ადგილობრივი მომოქროვებელი , რომელიც ჭერს ასუფთავებდა სელის ზეთიანი ნაჭრებით და შემდეგ უსმევდა პურს . დორდადრო ის ასველებდა პურს , რაღა მოეშორებინა უფრო სქელი ფენები . მის ანგარიშში წერია , რომ ფრესკებს დაუბრუნდა ადრინდელი სილამაზე , ზიანის გარეშე .
1710-1713 წლებში მხატვარმა ანიბალე მაძუოლიმ და მისმა შვილმა ჩაატარეს ახალი რესტავრაცია . ისინი იყენებდნენ ბერძნულ ღვინოში დასველებულ ღრუბლებს . კოლალუჩის აზრით , ეს საჭირო გახდა , რათა მოეშორებინათ დაგროვებული ჭვარტლი და ჭუჭყი , რომლებიც გაჩენილი იყო წინა რესტავრაციიდან დარჩენილ ზეთოვან ფენებში . კოლალუჩის აზრით , მაზუოლი მუშაობდა ჭერზე , აძლიერებდა კონტრასტებს დეტალების გადაღებვით , ასევე მათ გადაღებეს ზოგიერთი ადგილი , რომელთა ფერებიც დაკარგული იყო გამომარილების გამო . კოლალუჩი ამტკიცებს , რომ მაზუოლიც და სიმონე ლაჯიც იყენებდნენ წებოვან ლაქს
Comments
Post a Comment