Posts

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება იმის თქმა , რომ ეს თემა ძალიან ფართო მაშტაბისაა და ამ ბლოგში მოცემული მასალა მხოლოდ მის მეოთხედად შეიძლება ჩაითვალოს . მაქსიმალურად ვეცადე ძირითადი საკითხები გადმომეცა მკითხველისთვის ,, სულიერად გატეხილი ვარ . უკვე ერთი წელია , რაც პაპისგან ფული არ მიმიღია . არც არაფერსა ვთხოვ . ნახატი ისე ნელა მიიწევს წინ , რომ სინდისი ნებას არ მაძლევს , გასამრჯელო ვითხოვო . ეს სიზანტე სამუშაოს სიძნელითაა გამოწვეული და კიდევ იმით , რომ ფრესკების ხატვა ჩემი ხელობა არ ყოფილა . ამიტომ დროს უქმად ვკარგავ და შედეგს კი ვერ ვიღებ . ღმერთი იყოს ჩემი შემწე !“ -1509 წლის 27 იანვარს მამისადმი მიწერილი წერილიდან .

მხატვრობის მდგომარეობა

1979 წელს გამოკვლევებმა ცხადყო , რომ კაპელის მთელი ინტერიერი და განსაკუთრებით ჭერი დაფარული იყო სანთლის ნადებით , რომელიც შეიცავდა ცვილს და ჭვარტლს (ამორფული ნახშირწყალი) . სარკმლების ქვეშ , ლუნეტები გამონაბოლქვით და ბოლით იყო გაჭუჭყიანებული და ამიტომ ბევრად მძმე მდგომარეობაში იყო , ვიდრე ჭერი . რადგან შენობა იყო მცირედ არამყარი მიქელანჯელოს დროსაც კი , გამოიწვია ჭერში ბზარების გაჩენა , ხოლო ნაპრალი აფრაში იყო ისეთი დიდი , რომ საჭირო გახდა მისი აგურებით და სხვა გასამაგრებელი მასალით ამოვსება შეღებვამდე . ჭერის ზედა ნაწილი მისი ბზარების და ჭყლის გაჟონვის გამო მიქელანჯელოსაც აძლევდა არასწორ ზედაპირს . წყალმა , რომელიც სახურავიდან და იმ ღიობებიდან ჩამოდიოდა , რომლებიც ჭერზე იყო განლაგებული დაასველა ხსნარი და ამან გამოიწვია გამომარილება . ასევე ზედაპირის გამობერვა და ბუშტების წარმოქმნა . რესტავრაციის ყველა ეტპმა დატოვა მხატვრობაზე თავისი კვალი . მარილებით გამოწვეულ გათეთრების წინააღმდეგ იყენებდნენ ცხოველურ ქონს და მცენარეულ ზეთს , რომლებიც აუბერულებდნენ მარილს , მაგრამ ტოვებდნენ პრიალა ფენ...

რესტავრატორების მიზნები

Image
• კედლის მხატვრობის თანდათანობითი შესწავლა , ანალიზი და შესაბამისი ტექნიკური პასუხების გამოყენება . • ყველა ეტაპის ჩანაწერების გაკეთება საარქივო ანგარიშებში,ფოტოებზე და ფირებზე . • მხოლოდ ისეთი პროცედურების და მასალების გამოყენება , რომლებიც მარტივი , კარგად გამოცდილი , უვნებელი და შექცევადი იყო . • იმ ნაპრალების და ბზარების ამოვსება , რომლებიც საფრთხეს უქმნიდა ნალესობის სტაბილურობას . • სანთლისა და ჭვარტლის ფენების მოშორება , რომლებიც 500 წლის მანძილზე დაგროვდა . • წინა რესტავრაციის დროს ჩატარებული გადაღებვის მოშრება , რომლითაც ცდილობდნენ ჭვარტლის და სხვა ფენები მოქმედების წინააღმდეგ ბრძოლას (ადრინდელ რესტავრაციაში) • მცენარეული და ცხოველური ცხიმების მოშორება , რომლებიც გამოიყენებოდა განშრევების საწინააღმდეგოდ , წყლის ჩამოსვლის ადგილებში . • მარილების იმ დეკრისტალირებული ფენების მოშორება , რომლებმაც გაათეთრეს ის ადგილები , სადაც წყალი ჟონავდა . • იმ ზედაპირის კონსერვაცია , რომელთაც ემუქრებოდათ შემდგომში...

თანამედროვე რესტავრაციები

თანამედროვე რესტავრაციის წინა ექსპერიმენტები დაიწყო 1979 წელს . რესტავრატორების ჯგუფში შედიოდნენ : ჯანლუიჯი კოლალუჩი , მაურიციო როსი , პიერჯორჯო ბონეტი და სხვ. ისინი ხელმძღვანელობდნენ „ხელოვნების ნიმუშების რესტავრაციის წესები“ -ს პრინციპით , რომლებიც დაწესებული იყო 1978 წელს კარლო პიეტრანჯელის მიერ (დირექტორი ვატიკანის ფერწერის რესტავრაციის ლაბორატორიის) ამ წესების მიხედვით მნიშვნელოვანია თვითონ ხელოვნების ნიმუშის შესწავლა და ანალიზი . ამის ნაწილია რესტავრაციის ყველა ეტაპის დროს ჩანაწერების გაკეთება . ეს გააკეტა ფოტოგრაფმა ტასაკი ოკამურამ - ნიპონ ტელევიზიიდან . 1980 -1984 წწ. ცატარდა რესტავრაციის პირველი ეტაპი - მიქელანჯელოს ლუნეტებზე მუშაობა . შემდეგ დაიწყო ჭერის რესტავრაცია , რომელიც დამთავრდა 1989წ. რესტავრირებული კაპელა საზეიმოდ გაიხსნა პაპ იოანე-პავლე II – ს მიერ 1994 წლის 8 აპრილს . რესტავრაციის დამამთავრებელი ეტაპი კი დაიწყო 1994 წელს და დამთავრდა 1999წ 11 დეკემბერს .

ადრინდელი რესტავრაციები

Image
სიქსტის კაპელის მხატვრობა , განსაკუთრებით ჭერი , რომელიც მიქელანჯელომ მოხატა , რამდენჯერმე დაექვამდებარა რესტავრაციას . პირველადი პრობლემები გამოწვეული იყო ზედა სართულიდან ჩამომავალი წყლის გამო . 1547 წელს პაოლო ჯოვიო წერდა , რომ ჭერი ზიანდება სელიტრით (კალიუმის მარილით) და ბზარებით . ჯანლუიჯი კოლალუჩი , ბოლო დროს ჩატარებული რესტავრაციის ჯგუფის ხელმძღვანელი თავის სტატიაში , „მიქელანჯელოს ფერებიხელახლა გამოჩნდა“ , ამტკიცებს , რომ წინა რესტავრატორები ამ პრობლემას კოსმეტიკურად აგვარებდნენ , იყენებდნენ სელის ან ნიგვზის ზეთს , რომლებიც კრისტალურ ნალექს უფრო გაჭვირვალეს ხდიდა . 1625 წელს რესტავრაციას აწარმოებდა სიმონე ლაჯი , ადგილობრივი მომოქროვებელი , რომელიც ჭერს ასუფთავებდა სელის ზეთიანი ნაჭრებით და შემდეგ უსმევდა პურს . დორდადრო ის ასველებდა პურს , რაღა მოეშორებინა უფრო სქელი ფენები . მის ანგარიშში წერია , რომ ფრესკებს დაუბრუნდა ადრინდელი სილამაზე , ზიანის გარეშე . 1710-1713 წლებში მხატვარმა ანიბალე მაძუოლიმ და მისმა შვილმა ჩაატარეს ახალი რესტავრაცია . ისინი იყენებდნენ ბერძნულ ღვინ...

ისტორია

Image
თემას დავიწყებ სიქსტის კაპელის აგების და ზოგადად მისი ისტორიიდან.  სიქსტის კაპელა ააგო პაპმა სიქსტუს IV-მ , ვატიკანში , წმ. პეტრეს ტაძრის ჩრ. მხარეს.  მართკუთხა ფორმის კაპელა ზომით სოლომონის ტაძრის ტოლია (40.93 X 13.41 მ), როგორც მოცემულია ძველ აღთქმაში . მისი სიმაღლეა 20.70 მ. არქიტექტურული პროექტი ეკუთვნის ბაკიო პონტელის, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ჯოვანი დე დოლჩი 1473-84 წლებში, სიქსტუს IV-ის მითითებებით. პირველი მესა სიქსტეს კაპელაში ჩატარდა 1483 წლის 9 აგვისტოს, რომლის დროსაც ის კურთხეულ იქნა და ქალწული მარიამის ამაღლებას მიეძღვნა. . ის დასრულდა 1481 წელს . მაშინ რომის პაპმა საუკეთესო მხატვრები პიეტრო პერუჯინო, სანდრო ბოტიჩელი და მიქელაჯელოს მასწავლებელი დომენიკო გირლანდაიო მიიწვია. მოხატულობის თავდაპირველი სქემა თორმეტი მოციქულის გამოსახულებას გულისხმობდა. თუმცა მიქელანჯელომ უფრო დატვირთული პროგრამა შექმნა. ფრესკა კათოლიკური ეკლესიის ძირითად დოქტრინებს ასახავს. სამყაროს, ადამიანის შექმნა, პირველი ცოდვა, ნოეს ისტორია მოხატულობის ცენტრალური ნაწილებია. ...

ბლოგის მიზანი

სიქსტის კაპელის რესტავრაცია ზოგადად მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტია კაცობრიობის ისტორიაში. ამ თემაზე კვლევები და ნაშრომები არ არსებობს ქართულ ენაზე, კერძოდ შევეხები მიქელანჯელო ბუონაროტის ჭერის მოხატულობის რესტავრაციას. ამიტომ გადავწყვიტე ბლოგის მკითხველს გავაცნო ეს თემა <3 იმედია მოგეწონებათ.